პრესრელიზი · გამოქვეყნებისთვის მზადაა

5 დეკემბერს თბილისში Move Summit 2026 გაიმართება

5 დეკემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, 350 დელეგატი, 12 სპიკერი და ორი პანელური დისკუსია ერთ სივრცეში შეიკრიბება.

თბილისი, საქართველოგანახლებულია: 2 ნოემბერი
5 დეკ.შაბათი, 11:00–16:00
350დელეგატი
12სპიკერი
2პანელური დისკუსია

თბილისი, საქართველო, 2026 წლის 19 ოქტომბერი. ტრენერთა ასოციაცია აცხადებს Move Summit 2026-ის გამართვას. სფეროს ლიდერების შეხვედრა 2026 წლის 5 დეკემბერს, შაბათს, 11:00-დან 16:00 საათამდე, თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება. სამიტი კომპანიების დამფუძნებლებს, CEO-ებს, HR და L&D ხელმძღვანელებს, გუნდის ლიდერებს, ბიზნეს ტრენერებსა და კონსულტანტებს პრაქტიკული გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორობების დასამყარებლად გააერთიანებს.

სამიტის მთავარი კითხვაა: რა ამოძრავებს ბრენდებს, რომ იყვნენ თავიანთი სფეროს ლიდერები? ღონისძიების ფოკუსი თეორიულ ცოდნაზე კი არა, პრაქტიკაში დანერგილ მიდგომებსა და რეალურ შედეგებზეა.

ძირითადი ფაქტები

სპიკერები

სცენაზე გამოვლენ სხვადასხვა სექტორის წამყვანი სპეციალისტები და ლიდერები. თითოეული გაიზიარებს კონკრეტულ გამოცდილებას: რა სიტუაციაში იმყოფებოდა, რა გადაწყვეტილება მიიღო და რა შედეგს მიაღწია.

ირაკლი ემირიძეAlpha Architecture-ისა და Move Development-ის დამფუძნებელი
ეკა ქავთარაძეთეგეტა ჰოლდინგის გენერალური დირექტორი (CEO)
გიორგი ტუღუშიანტრეპრენორი, საერთაშორისო სპიკერი, ნეირომეცნიერების ექსპერტი
თინათინ რუხაძეACT-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი
ანრი ჩხაიძეთოდუას კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი
ნინო ზამბახიძესაქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, „წლის მეწარმე“
ირაკლი ბესელიძეAI ტრანსფორმაციის ექსპერტი, Calen AI-ის დამფუძნებელი
გიგი ქათამაძეწამყვანი თრეველ-ბლოგერი და ინფლუენსერი (Gigi On The Road)
პაპუნა ტოლიაშვილიSynergy Group-ის დამფუძნებელი
ირაკლი კუტალიაკლინიკა კანისა და Doctorium-ის დამფუძნებელი
ნინო ფეიქრიშვილიSemeto-ს თანადამფუძნებელი
თორნიკე გურულიპროფესორი, გორგიას გენერალური დირექტორი (CEO)

ორი პანელური დისკუსია

პროგრამის მთავარი ნაწილი ორ პანელურ დისკუსიას ეთმობა, რომლებსაც მოდერატორი წარმართავს:

The Power to Move

ქალი ლიდერები: გავლენა, გამოცდილება და ლიდერობა, რომელიც ორგანიზაციებს ამოძრავებს.

მოდერატორი: ანა არველაძე
Future Is Now

ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი: როგორ ცვლის მომავალი ბიზნესს, გუნდებსა და სამუშაო პროცესებს.

Networking Spot

სამიტზე იმუშავებს სპეციალური სივრცე Networking Spot, სადაც სხვადასხვა სფეროს 12 კომპანიას საკუთარი სტენდი ექნება. დელეგატები უშუალოდ შეხვდებიან კომპანიების წარმომადგენლებს, გაეცნობიან მათ საქმიანობას, გაცვლიან საკონტაქტო ინფორმაციას და დაიწყებენ თანამშრომლობას.

პრაქტიკული დეტალები

თარიღი და დრო: 2026 წლის 5 დეკემბერი, შაბათი, 11:00–16:00. დღე იწყება რეგისტრაციითა და Welcome Coffee-ით.
ადგილი: Pullman Tbilisi Axis Towers, თბილისი (რუკაზე).
რეგისტრაცია: რეგისტრაცია განაცხადით ხდება ოფიციალურ ვებგვერდზე movesummit.ge.

ტრენერთა ასოციაციის შესახებ

ტრენერთა ასოციაცია საქართველოს პირველი ტრენერთა გაერთიანებაა და 2019 წლიდან მოქმედებს. ასოციაცია ხელს უწყობს ტრენერებისა და ბიზნეს-პროფესიონალების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთდაკავშირებას.

მედია-კონტაქტი

movesummit.ge
info@movesummit.ge · contact@trainup.ge
+995 555 51 75 74

რეგისტრაცია
← მთავარ გვერდზე